fbpx
საბერძნეთი

ტრაგედია საბერძნეთის სხინიაში: ჩამოვარდა ვერტფრენი, გარდაცვლილია 2 ადამიანი

გადარჩენილია სტუდენტი რომელიც 6 თვიან პრაქტიკას გადიოდა კერძო კომპანიაში რომელსაც ვერტფრენი ეკუთვნის. 

ამ დილით საბერძნეთის სხინიაში დიდი ტრაგედია დატრიალდა. როგორც ცნობილი გახდა ვერტფრენი ჩამოვარდა, და სამი ადამიანიდან ორი გარდაიცვალა (ერთ-ერთი პილოტი).

როდესაც სასწრაფო მივიდა ადგილას, სტუდენტი ცოცხალი გამოიყვანეს. ასევე გამოიყვანეს დანარჩენი ორი, თუმცა როგორც დადასტურდა ექიმების მიერ, ორივე გარდაცვლილი იყო.

აღნოსავლეთ ატიკის გუბერნატორის მოადგილემ, პეტროს ფილიპუმ განაცხადა რომ აღნიშნული ვერტფერი ჩართული იყო მწერების ლიკვიდაციის ოპერაციაში. თუმცა, ჩანს რომ სტუდენტმა პილოტს თხოვა “ვოლტა” გაეკეთებინათ ვერტფრენით ატიკის საჰაერო სივრცეში, რის შედეგადაც ვერტფრენი “დეის” (სახელმწიფო ელექტრო-ენერგიის კომპანია) კაბელებში გაეხვია და ჩამოვარდა.

სახანძრო ინფორმირებული იყო დილის 9:48 სთ-ზე. ადგილზე მივიდა 9 სახანძრო მანქანა 27 სახანძროს თანამშრომლებით.