fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ტრაგედია როდოსზე: 20 წლის ბიჭი წყლის ფსკერზე გარდაცვლილი იპოვეს

კუნძულ როდოსზე 20 წლის ნიკოს ხაძინიკოლაუს ძებნას ტრაგიკული დასასრული აღმოაჩნდა. როდოსის მოსახლეობა შეძრულია დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, რომ ბიჭი კამირო სკალას პორტში წყლის ფსკერზე გარდაცვლილი იპოვეს. ის საკუთარ მანქანაში იჯდა.

როგორც კი მანქანა აღმოაჩინეს, მყივნთავებმა მაშინვე დაიწყეს მუშაობა, რათა ის ზედაპირზე ამოეტანათ. 20 წლის ნიკოს ხაძინიკოლაუ უნივერსიტეტში მათემატიკის დეპარტამენტში სწავლობდა. მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ოთხშაბათს შუადღეს განაცხადეს. ის სახლიდან გავიდა და მობილური ტელეფონი თან არ წაიღო, ამიტომ მასთან დაკავშირებაც შეუძლებელი იყო.

გამომძებლებმა და უბრალო მოხალისეებმა მისი ძებნა მაშინვე დაიწყეს, თუმცა, ადგილმდებარეობის დადგენა ვერ მოხერხდა. მისი გაუჩინარების საქმეში ხელისუფლებაც ჩაერია და თითოეული ადამიანი ახალგაზრდის საპოვნელად ძალებს არ იშურებდა… ძებნის პროცესში მონაწილეობდა პოლიცია, მოხალისეები და 20 წლის ბიჭის ახლობლები.

დღეს დილით კი პორტიდან პოლიციას შეატყობინეს, რომ ბიჭი მანქანით წყლის ფსკერზე გარდაცვლილი იპოვეს.

onalem

ტესტ