fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ტრაგედია პეტრუპოლში:17 წლის გოგონა მამის მიერ მიყენებული ტრამვების გამო გარდაიცვალა

გამომძიებლის განცხადებით, 17 წლის გოგონა, რომელიც სიკვდილს ებრძოდა, გარდაიცვალა. სამწუხაროდ, მისი დაზიანებები, რომელიც 55 წლის მამამ მიაყენა, ძალიან მძიმე აღმოჩნდა და მისმა ორგანიზმმა გამკლავება ვეღარ შეძლო.

ტრაგიკული ინციდენტი ოთხშაბათს მოხდა, როდესაც 17 წლის გოგონა საკუთარ სახლში მამამ მძიმედ დაჭრა, ხოლო შემდეგ სახლს ცეცხლი წაუკიდა.

დღეს შუადღეს ცნობილი გახდა, რომ გოგონა გარდაიცვალა. მას აუტოფსია ჩაუტარდება, რათა სიკვდილის კონკრეტული მიზეზები დადგინდეს.

protothema.gr-თან საუბრისას, კრიმინალისტი ნიკოს კალოგრიასი ამბობს, რომ ყველაზე სერიოზული ჭრილობა გოგონას დანით ჰქონდა მიყენებული. ჭრილობების აღწერილობიდან გამომდინარე ჩანს, რომ გოგონა თავს იცავდა მამისგან, რომელიც მის მოკვლას დანით ცდილობდა.

”გოგონას დაზიანებები ხანძრისგან არ აქვს მიღებული. რაც მოხდა, მხოლოდ მისი მამის ხელით. როგორც ჩანს, თავდაპირველად მამაკაცი მას ახრჩობდა, ხელი პირსა და ცხვირზე ააფარა, რამაც ტვინის სერიოზული დაზიანება გამოიწვია,” ამბობს გამომძიებელი.

რაც შეეხება 55 წლის მამაკაცს, ის კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში რჩება.

მეზობლების თქმით, ბინიდან მუდმივად ესმოდათ ჩხუბისა და ყვირილის ხმა.

onalem

ტესტ