fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ტრაგედია კრეტაზე: ქალმა მეზობელი მამაკაცი შენიშვნის გამო მოკლა

კუნძულ კრეტაზე საშინელი ტრაგედია დატრიალდა. გარდაცვლილია 35 წლის მამაკაცი, რომელიც ორი შვილის მამა იყო.

ინციდენტი 26 წლის ქალსა და 35 წლის ალბანელ მამაკაცს შორის, ღამის 1 საათის შემდეგ მოხდა. ქალი ზედმეტად ხმამაღლა ყვიროდა და მთელ სამეზობლოს აწუხებდა, რის გამოც მამაკაცი სახლიდან გამოვიდა, რათა მისთვის შენიშვნა მიეცა.

ახალგაზრდა ქალი ნარკოტიკების ქრონიკული მომხმარებელია. სწორედ ამ დროს მას კრიზისული მდგომარეობა ჰქონდა და სრულიად არაადეკვატურად იქცეოდა, აზიანებდა ყველას და ყველაფერს, რაც კი მის გარშემო იყო.

35 წლის მამაკაცი ქალს მიუახლოვდა და მისი დამშვიდება სცადა. ეუბნებოდა, რომ მეზობლებს ნუღარ შეაწუხებდა. 26 წლის ქალი კი სრულიად უკონტროლო იყო, მან მამაკაცს დანით რამდენიმე სერიოზული ჭრილობა მიაყენა.

ორი შვილის მამა მიწაზე დაეცა, ხალხმა კი, როგორც კი ჩხუბის ხმა გაიგო, მაშინვე პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახა.

35 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისთვის უკვე გვიანი აღმოჩნდა. პოლიციამ 26 წლის ქალი ადგილზე დააკავა.

onalem

ტესტ