fbpx
კრიმინალისაზოგადოება

ტრაგედია კორფუზე: 35 წლის მამაკაცი მოტორიან ნავს ემსხვერპლა

ინციდენტი კორფუზე, კერძოდ, ერმონესში, გიალის სანაპიროზე მოხდა. ორშაბათს, 35 წლის შვეიცარიელი ტურისტი იმ ნავის პროპელერს ემსხვერპლა, რომელსაც მისი ცოლი მართავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცი წყალში იმყოფებოდა, როდესაც ნავის პროპელერმა, მისი სხეული, ფაქტობრივად, გაანადგურა.

ოჯახს მოტორიანი ნავი დაქირავებული ჰყავდა.

დაშავებული კერძო ნავით უახლოეს სანაპიროზე გადაიყვანეს, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების მანქანით, კორფუს საავადმყოფოში, სადაც მისი გარდაცვალება დადასტურდა.

პორტის ხელმძღვანელობის მიერ მიმდინარეობს მომხდარის დეტალური გამოძიება.

onalem

ტესტ