fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ტრაგედია კალითეაში: ხანძრის შედეგად ორი ქალი გარდაიცვალა

დღეს დილით კალითეაში მდებარე მოხუცთა თავშესაფარში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. დაახლოებით დილის 6 საათისთვის შენობაში ხანძარი გაჩნდა, რომლის გამომწვევი მიზეზიც ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ადგილზე 24 მეხანძრე იყო მობილიზებული, რათა ცეცხლი კონტროლის არეში სწრაფად მოექციათ. მათ სიკვდილისგან 9 მოხუცი იხსნეს. ზოგიერთი მათგანი სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემებით “Evangelismo”-ს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თუმცა, როდესაც მაშველებმა ხანძარი მთლიანად ჩააქრეს, შენობის სარდაფში ორი მოხუცი ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც ჩანს, ცეცხლი სწორედ სარდაფში გაჩნდა, პოლიცია და სახანძრო დეპარტამენტი მიზეზების დასადგენად მუშაობენ.

იხილეთ ვითარება:

 

 

 

onalem

ტესტ