fbpx
კრიმინალი

ტრაგედია კალითეაში: 99 წლის მამაკაცი 200 ევროს გამო მოკლეს!

99 წლის მოხუცი საკუთარ სახლში ტრაგიკულად გარდაიცვალა. ცოლ-ქმარი ყაჩაღობის მსხვერპლი გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბინაში დილის 5 საათზე, აივნის ღია კარიდან შეიჭრნენ.

ცოლ-ქმარი ხმაურმა გააღვიძა, რის შედეგადაც კრიმინალებმა მამაკაცს ცემა დაუწყეს. 77 წლის ქალი მათ ევედრებოდა გაჩერებულიყვნენ, მძარცველები კი ძვირფასეულობას და ფულს ითხოვდნენ. საბოლოოდ, მათ მხოლოდ 200 ევრო წაიღეს.

სასწრაფო დახმარების მანქანამ მოხუცი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ცოტა ხნის შემდეგ გარდაიცვალა. ექსპერტიზის დასკვნამ აჩვენა, რომ მიყენებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო. ამასთანავე ის 99 წლის გახლდათ.

საქმეს ატიკის უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს. დამნაშავეები იძებნებიან.

onalem

ტესტ