fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ტრაგედია კალიმნოზე: გაურკვეველ ვითარებაში სასტიკად მოკლული 21 წლის სტუდენტი

წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ 21 წლის ახალგაზრდას დაზიანებები მიღებული აქვს თავის არეში. ცნობილია, რომ გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე მას მამასთან ჩხუბი მოუვიდა.

ნიკოს ხაძიპავლუს გვამი დღეს შუადღეს 14 წლის მოზარდმა თამაშისას იპოვა, შემდეგ შეშინებულმა ნათესავებს შეატყობინა, რომლებმაც პოლიცია გამოიძახეს.

21 წლის ნიკო ათენში ცხოვრობდა, თუმცა კალიმნოზე დედის სანახავად იყო ჩასული. მეზობლები აცხადებენ, რომ მათ დაინახეს, რომ ბიჭი სკვერში იჯდა და ტიროდა.

კვირას მისი კვალი გაქრა. სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბიჭი ველოსიპედით დიდ მანძილზე არ გადაადგილებულა, რადგან საბურავების კვალი მალე წყდებოდა.

მათ ასევე შეისწავლეს ადგილი, სადაც ის გადაცვლილი იპოვეს და ასევე განიხილება ვარაუდი, რომ ის სხვაგან მოკლეს, ხოლო შემდგომ გვამი გადაიტანეს.

ტრავმა, რომელიც მას თავის არეში აქვს მიღებული, ახალი არ არის. თუმცა, სიკვდილის ზუსტ მიზეზს სასამართლო ექსპერტიზა დაადგენს.

გამომდინარე იქიდან, რომ ადგილზე კორონერი არ არის, ხვალ ის სპეციალურად როდოსიდან ჩავა გვამის გამოსაკვლევად.

აღსანიშნავია, რომ გუშინ 21 წლის ნიკოს დედა ერთ-ერთ გადაცემაში «Φως στο Τούνελ» გამოჩნდა და თავისი შვილის ბედის გამო დიდი შეშფოთება გამოთქვა.

როგორც ქალი აცხადებს, შვილმა ბოლოს უთხრა, რომ ველოსიპედით გაისეირნებდა და მალე დაბრუნდებოდა.

ის ცდილობდა პოლიციისთვის აღეწერა, თუ რა ვითარებაში გაუჩინარდა ნიკო.

ველოსიპედი იმ დღესვე იპოვეს, ხოლო ორი დღის შემდეგ მისი ფეხსაცმელი და წინდები, რომლებიც დედამ ამოიცნო.

onalem

ტესტ