fbpx
საზოგადოება

ტრაგედია ფლორინაში: გარდაცვლილია 5 წლის გოგონა

5 წლის გოგონა გუშინ ღამით, საავადმყოფოში, კომატოზურ მდგომარეობაში გარდაიცვალა.

კერძოდ, მშობლებმა ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და როგორც აღმოჩნდა, მას მწვავე ალერგიული შოკი ჰქონდა.

ბავშვის ცხედრის ექსპერტიზამ სიკვდილის მიზეზად სწორედ ეს დაასახელა და კორონერმა განმარტა, რომ ალერგიული შოკი ერთ-ერთმა ანტიბიოტიკმა გამოიწვია.

თუმცა, ზუსტი პასუხი ტოქსოკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად გახდება ცნობილი.

გოგონა კომაში საღამოს 21:00 საათზე ჩავარდა, რის გამოც შეშინებულმა მშობლებმა პტოლემაიდას საავადმყოფოში მიიყვანეს.

ისინი ამბობდნენ, რომ არ ჰქონდათ არანაირი ვარაუდი, თუ რატომ გაითიშა ბავშვი და გონზე არ მოდიოდა.

სამწუხაროდ, 5 წლის გოგონა ალერგიამ იმსხვერპლა.

onalem

ტესტ