fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ტრაგედია ათენის ცენტრში: გარდაცვლილია ორი შვილის დედა

ხრისულა სპაგადორუ გასულ სამშაბათს ათენის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე თავის გოგონასთან ერთად გადადიოდა. რამდენიმე წუთში მოტოციკლმა ის ასფალტზე დაანარცხა, მძღოლი კი გაიქცა.

44 წლის ქალი პატრასიდან არის, თუმცა, ქმართან და ორ შვილთან ერთად ათენში ცხოვრობდა. ის ევანგელიზმოს საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა, სიკვდილთან ორდღიანი ბრძოლის შემდეგ, გუშინ გარდაიცვალა.

საბერძნეთის პოლიცია დამნაშავის ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობს. ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი სამხილი მის წინააღმდეგ.

გარდაცვლილის ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, 44 წლის ხრისულას ორგანოები სხვა პაციენტებს გადაუნერგონ, რომელთაც ეს სიცოცხლის შესანარჩუნებლად სჭირდებათ.

onalem

ტესტ