fbpx
საზოგადოება

ტრაგედია არგოსში: ოჯახურმა ფოტოებმა საზოგადოება შეძრა

3 წლის წინ გადაღებული სურათი ბევრს ამბობს არგოსში მცხოვრებ, მშვიდობიან ოჯახზე. ფოტო დედის დაბადების დღეზეა გადაღებული და მასზე ნამდვილად, მოსიყვარულე, თბილი ოჯახია გამოსახული.

პატარა, 8 წლის სტელა ზის სასტიკი ძმისა და მისი მომავალი მკვლელის კალთაში. დედა კი, ამ დროს, დაბადების დღის ტორტზე სანთლებს აქრობს.

უბედური გოგონას დედის სოციალური ქსელი სავსეა მსგავსი საოჯახო ფოტოებით, რომლებიც სიყვარულსა და სითბოს გადმოსცემენ.

ამ სურათების ნახვისას, ვერ დაიჯერებთ, როგორ შეეძლო ახალგაზრდა მამაკაცს მსგავსი დანაშაულის ჩადენა. ეს თბილი ფოტოები არ იუწყებიან იმას, რომ მკვლელი საკუთარ, 11 წლის დას სიცოცხლეს გამოასალმებდა.

მართალია, დედას ახალგაზრდა ბიჭი ყოფილი მეუღლისგან ჰყავდა, თუმცა ყველა ფოტო აღნიშნავს იმას, რომ იგი ახალ ოჯახში კარგად იყო მიღებული და დედა არ ასხვავებდა საკუთარ შვილებს.

ამ ფოტოების ფონზე, დედის ბოლო პოსტი სოციალურ ქსელზე, ნამდვილად სულისშემძვრელია:

“ჩემო სტელი, მართალია ბავშვი იყავი, მაგრამ ყოველთვის შთაბეჭდილებას ახდენდი ჩემზე ჩვენი დედა-შვილური მომენტების დროს. მე შენ ფარულად გაღმერთებდი და შენ ჩემი ცხოვრების სახელმძღვანელო იყავი.”

სხვა პოსტში, რომელსაც მისი მეუღლე აქვეყნებს გარდაცვლილ გოგონასთან ერთად, იგი წერს: “მისი სიყვარულით, მისი მამა, რომელსაც უყვარდა იგი და ამ სიყვარულს ათასნაირი გზით ანახებდა.”

onalem

ტესტ