fbpx
საზოგადოება

ტრაგედია ანტიპაროსზე: გარდაცვლილია 18 წლის ტურისტი

18 წლის ახალგაზრდის უსულო სხეული მყვინთავმა იპოვა.

გავრცელებული ინფორმაციით 18 წლის იტალიელი საბერძნეთში დასასვენებლად იყო ჩამოსული, თუმცა მისი არდადეგები ფატალურად დასრულდა.

ინციდენტი გუშინ შუადღეს მოხდა. ის, გარკვეული სიმაღლიდან, სავარაუდოდ კლდიდან გადმოხტა, რათა ღრმა წყალში ჩაეყვინთა, შედეგად კი გარდაიცვალა.

18 წლის იტალიელი სიფნიკოს პორტში იპოვეს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩრდილოეთის ძლიერი ქარი ქროდა.

ადგილზე მივიდნენ მისი მეგობრები, რომლებთან ერთადაც ახალგაზრდა საბერძნეთში დასასვენებლად ჩამოვიდა.

onalem

ტესტ