fbpx
საზოგადოება

ტრაგედია ალექსანდრუპოლში: მატარებელს ორი არალეგალი ემიგრანტი ემსხვერპლა

შემზარავი ინციდენტი ალქსანდრუპოლში გასულ ღამეს მოხდა. ორი არალეგალი მიგრანტი, რომელიც მატარებელმა გაიტანა, გარდაიცვალა, ხოლო მესამე საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის.

გავრცელებული ინფორმაციით, მატარებელი ალექსანდრუპოლი-ორმენიოს რეისს ასრულებდა. როგორც მძღოლი ამბობს, როცა ლიანდაგებზე ადამიანები დაინახა, დამუხრუჭება სცადა, თუმცა, უკვე გვიანი იყო. დაჯახება გარდაუვალი აღმოჩნდა.

მძღოლმა მაშინვე შეატყობინა პოლიციას მომხდარის შესახებ და ასევე თქვა, რომ ის დანიშნულების პუნქტამდე მივიდოდა, რადგან ხალხი გადაჰყავდა და ეს მისი მოვალეობა იყო. იქ კი პოლიციას დაელოდებოდა.

რეისი შესრულდა, თუმცა, ყველაზე ტრაგიკული მომენტი ის არის, რომ ნახევარი საათის შემდეგ, რაც მატარებელმა ორი, სავარაუდოდ, არალეგალი მიგრანტი გაიტანა, 10 კილომეტრის მოშორებით კიდევ ერთ მიგრანტს დაეჯახა, რომელიც ამ დროისთვის საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის.

ცნობილია, რომ მძღოლი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და ისიც, შოკის გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ის პოლიციამ არ დააკავა, სამსახურში კი სხვა მძღოლმა ჩაანაცვლა.

ეს არის გზა, რომელსაც არალეგალები ქვეყანაში შემოსაღწევად რეგულარულად გადიან, სწორედ ამიტომ აქ მსგავსი შემთხვევები ძალიან ხშირია.

onalem

ტესტ