fbpx
საბერძნეთი

ტოქსიკური თევზები ეგეოსის ზღვაში

2005 წლიდან მოყოლებული, სახიფათო თევზი (Lagocephalus sceleratus) სწრაფად გავრცელდა ეგეოსის ზღვაში, სადაც ის სხვა თევზით იკვებება. თევზი არის დელიკატესი იაპონელებისთვის, მაგრამ თუ ის კარგად არ გასუფთავდა, შეიცავს ტოქსინს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, სიცხე, სუნთქვის გაძნელება და სიკვდილიც კი.

ასევე თევზის სხვა სახეობა( Lionfish) გამოჩნდა საბერძნეთის ზღვებში 2015 წლიდან და ჰგავს მორიელს. ეს სახეობა შეიცავს ტოქსინებს, რომლებიც შეიძლება ადამიანისთვის მავნე აღმოჩნდეს.

განგაში გამოიწვია Plotosus Lineatus- ის ჩამოსვლამ, რომელიც ცნობილია, როგორც ლოქო და შხამიანია.
ეს თევზი ისრაელსა და თურქეთის ზღვაში უკვე გავრცელდა, მაგრამ დროის საკითხია, მისი გავრცელება ეგეოსის ზღვაშიც.

ამ სახეობების გავრცელება კლიმატის ცვლილების მიზეზით ხდება, როგორც ERT იტყობინება თავის ანგარიშში, რომელშიც ასევე ისაუბრა საბერძნეთის საზღვაო კვლევის ცენტრის დირექტორმა, რომელიც აღნიშნავს, რომ ტემპერატურის ზრდა ქმნის იდეალურ პირობებს ამ თევზების რეპროდუქციისა და გადაადგილებისთვის ზღვებში, რომლებიც ადრე მათი თავშესაფარი არ იყო.

onalem

ტესტ