fbpx
საბერძნეთისხვადასხვა

ტონი მავრიდის: ”არც კი მჯერა, რომ ელენას 12 წელი ვაჩუქე. სასმელთან პრობლემა ქონდა”

ცნობილმა პროდიუსერმა თავის მეუღლესთან ერთად ინტერვიუ ცნობილ ჟურნალ “You Weekly”-ს მისცა და სურათებიც გადაიღო.

ინტერვიუში, ტონიმ მისი და ელენა პაპარიზუს 12 წლიანი ურთიერთობის შესახებ ისაუბრა და დაშორების მიზეზები დააკონკრეტა. თქვა, რომ 3 წლის მანძილზე დეპრესიაში იყო და მისი ცხოვრება ნამდვილ კოშმარს ჰგავდა.

ცნობილია, რომ ტონი და ელენა 12 წლის მანძილზე ერთად იყვნენ, თუმცა ცხოვრება ისეთი არ არის, როგორიც ფილნებშია, ისინი მშვიდად არ დაშორებულან და დღემდე სასამართლოში დაობენ, ქონების განაწილების თაობაზე.

ტონიმ ინტერვიუში პირველად თქვა, რომ ელენა პაპარიზუ იმ პერიოდში ალკოჰოლზე დამოკიდებული და დეტოქსიკაცია სჭირდებოდა და რომ უკვირს, თუ როგორ აჩუქა ელენას თავისი ცხოვრების 12 წელი.

ასევე გაამხილა, რომ 2008 წლიდან 2011 წლამდე საძინებლის ნაცვლად, სტუდიაში ეძინა. მას დეპრესია და შოპინგის ფობია ჰქონდა და წამლებს სვამდა, რათა ეს პრობლემები დაეძლია. თუმცა, წამლების, არასწორი კვებისა და არაჯანსაღი ცხოვრების გამო, 36 კგ მოიმატა.

ამ პრობლემების გამო, ელენა ყოველდღე აკითხავდა სახლში და მისთვის საჭმელი მიჰქონდა.

მათ ურთიერთობას პრობლემები 2005 წელს დაეტყო, როდესაც ელენა პაპარიზუმ ევროვიზია მოიგო. ტონი იმ დონემდე ღელავდა ელენას კარიერაზე რომ, მას ჯამრთელობის პრობლემებიც შეექმნა.

“როდესაც ელენამ ევროვიზია მოიგო, ეს ისეთი დიდი წარმატება იყო, რომ მე, ფაქტობრივად, ვეღარ ვაკონტროლებდი მის კარიერას. ყოველ წუთს ტელეფონზე მირეკავდნენ და ელენასთან თანამშრომლობას ითხოვდნენ. რაც შემეძლო გავაკეთე ელენასთვის. მე მინდოდა, რომ ის პირველი მომღერალი ყოფილიყო საბერძნეთში. მინდოდა, რომ სხვა მომღერლები დაეჩრდილა. არ მეძინა, არ ვჭამდი, მხოლოდ მის კარიერაზე ვფიქრობდი და ვმუშაობდი. 1999 წლიდან 2008 წლამდე მის კარიერას წარმატებით ვხელმძღვანელობდი, თუმცა, მერე აღარ შემეძლო.” ამბობს ტონი.

მე  ელენასი 100%-ით მჯეროდა. თუმცა, მოვტყუვდი. რაც შეეხება ფინანსებს, მე მისი მენეჯერი ვიყავი და მის შემოსავალზე ვზრუნავდი. თუმცა, ჩემი მატერიალური მდგომარეობა დიდად არ მაინტერესებდა. 10 ევროც რომ მქონოდა იმისთვის, რომ სიგარეტი მეყიდა, საკმარისი იყო ჩემთვის. პატარაობიდანვე, ისე გავიზარდე სახლში, რომ დედა აკონტროლებდა ჩემს ფულს. რა ვქნა.. ასე გავიზარდე.

როგორც ვთქვი ელენას სასმელთან პრობლემები ქონდა და მან გადაწყვიტა შვედეთში წასულიყო დეტოქსიკაციისთვის. მე სახლში დავრჩი და მის ჩამოსვლას ველოდი, რომ მე ჩემი ფინანსური წილი ამეღო.

სანამ ელენა ჩამოვიდოდა, მე ევი გავიცანი და ისე მოხდა, რომ გადავდგი ნაბიჯი და მასთან დავიწყე ურთიერთობა. მოკლედ, ელენა 6 თვის მერე ჩამოვიდა, და როგორც კი სახლში შემოვიდა, მთხოვა, რომ საერთო სახლი დამეტოვებინა.”

ჟურნალისტი: – ჩანს რომ ელენას ვეღარ ცნობ?

ტონი: “კი, მიკვრის, როგორ ვაჩუქე  მას ჩემი ცხოვრების 12 წელი. ბრმა ვიყავი!”.

ფეი სკორდამ ტონის ინტერვიუ თავის ტელეშოუში სიუჟეტად გაუშვა და მისმა სიტყვებმა შოკში ჩააგდო.

როგორ შეიძლება! ელენას შეურაცხყოფას აყენებს. არა მარტო ელენას, არამედ თავის თავს და თავის მეუღლეს, ევას. როგორ შეიძლებამ რომ ესე ილაპარაკო ადამიანზე, რომელიც 12 წელი იყო შენს ცხოვრებაში” – თქვა ფეიმ.

ნახეთ ვიდეონაწყვეტი: