fbpx
საბერძნეთი

ბოშების შურისძიება მას შემდეგ რაც 30 წლის ბოშა გარდაიცვალა ხალკიდას საავადმყოფოში

ბოშების შურისძიება მას შემდეგ რაც 30 წლის ბოშა გარდაიცვალა ხალკიდას საავადმყოფოში, შურისძიების გრძნობით აღსავსე ბოშები თავს დაესხნენ საავადმყოფოს.

ისინი აღშფოთებულნი არიან იმ ფაქტით, რომ ექიმებმა ვერ მოახერხეს მათი ნათესავის გადარჩენა და ბრალს სდებენ ექიმებს არაკომპეტენტურობაში. მათ დაამსხვირეს სამედიცინო მოწყობილობები და უკიდურესი სიტყვებით შეურაცხყოფა მიაყენეს საავადმყოფოში მომუშავე პერსონალს, თუმცა სიტყვიერი შეუარცხყოფით არ დაკმაყოფილდნენ და საქმე ფიზიკურ ანგარიშსწორებაზეც გადავიდა. ადგილზე გამოძახებული იქნა პოლიცია, თუმცა პოლიციის მისვლამდე ბოშები უკვე გამქვრალიყვნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტიზა აგრძელებს გამოძიებას ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად.