fbpx
ემიგრაციული სიახლეებისაზოგადოება

თესალონიკში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივითა და მხარდაჭერით,საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხნა.

გამოფენის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო ქართველ და ბერძენ ხელოვანთა ნამუშევრები.

გამოფენის მიზანს, ორი ქვეყნის კულტურული კავშირების და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენდა.

გახსნით ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა მუხრან გულაღაშვილმა.

გენერალურმა კოსნულმა თავის სიტყვაში ყურადღება გაამახვილა ქართული კულტურის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორს ჩამოყალიბებულ მტკიცე მეგობრულ ურთიერთობებს.

ღონისძიების ფარგლებში, თესალონიკის ქართული ცეკვის ანსამბლის „მამულის“ მოცეკვავეებმა ქართული ტანისამოსის და აქსესუარების ჩვენება მოაწყვეს.

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ ბერძნული საზოგადოების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

onalem

ტესტ