fbpx
საზოგადოება

თესალონიკს ზღვა “ემუქრება” – ქალაქის დასავლეთი ნაწილი საფრთხეშია

ბერძნული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თესალონიკს დატბორვის საფრთხე ექმურება. თუმცა, აღნიშნული საფრთხე ბევრად უფრო ფართო მასშტაბებზე ვრცელდება. საუბარია ზღვის შემოჭრის შესაძლებლობაზე კალოხორის ტერიტორიაზე, რისი შანსიც, როგორც ექსპერტები ამბობენ, ზამთრის მოსვლასთან ერთად კიდევ უფრო იზრდება.

კერძოდ, თესალონიკის დასავლეთ სანაპიროზე, ზღვის დონემ ბოლო ორ წელში რამდენიმე მეტრით აიწია, რაც ნიშნავს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობები სერიოზულ საფრთხეშია.

რეგიონული განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრი აცხადებს, რომ თუ ზღვა სანაპიროს დატბორავს, წყალი თესალონიკი-ათენის ცენტრალურ გზატკეცილსაც კი მიაღწევს, რომელიც სანაპიროდან 10 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს კვლევა დამცავ ჯებირებთან დაკავშირებით, რომელთა უეცარი დანგრევის რიკი ძალიან მაღალია. ეს შეიძლება მოხდეს ცუდი ამინდის პირველივე შემთხვევაშიც კი. ზამთარში კი ვითარება ბევრად გაუარესდება. ამიტომ სამინისტროს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება.

onalem

ტესტ