fbpx
საზოგადოება

თესალონიკის მერმა სასტიკი ცემის შემდეგ ღამე საავადმყოფოში გაატარა

როგოც ცნობილია, გუშინ 19 მაისთან დაკავშირებულ ცერემონიაზე, თესალონიკის მერს, იანის ბუტარისს სასტიკად გაუსწორდნენ. ის სცემეს და მოედნიდან ძალადობრივი ქმედებების ფონზე გააგდეს. მერს ადგილის დასატოვებლად სპეციალური ესკორტის დახმარება დასჭირდა, ხოლო შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იპოკრატიოს საავადმყოფოში მას პირველად დახმარება გაუწიეს და იქ ერთი ღამის გატარება მოუხდა, დღეს დილით კი საავადმყოფოდან გაწერეს.

იანის ბუტარისმა შაბათს პოლიციის განყოფილებაში ჩვენება მისცა და მომხდართან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა.

იხილეთ ფოტო/ვიდეო მასალა:

onalem

ტესტ