თესალონიკი: პოლიციამ არალეგალებით სავსე ფურგონის მძღოლის გასაფრთხილებლად ცეცხლი გახსნა
დღეს დილით თესალონიკის ცენტრში არეულობა შეინიშნებოდა. პოლიციამ ცეცხლი გახსნა, რათა გამაფრთხილებელი სიგნალი მიეცა ფურგონის მძღოლისთვის, რომელსაც არალეგალები გადაჰყავდა, სულ 29 მიგრანტი.
ისინი ქალაქის ქუჩებში ჩვეულებრივ დადიოდნენ, როდესაც პოლიციამ მანქანა საეჭვოდ მიიჩნია და ამის შესახებ კოლეგებს შეატყობინა. მან ივარაუდა, რომ შიგნით არალეგალი მიგრანტები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ.
პატრული ლაგადას ქუჩაზე სწრაფად მობილიზდა, თუმცა, ფურგონის მძღოლი მანქანას არ აჩერებდა.
სწორედ ამის გამო პოლიციის ოფიცრებმა მძღოლის გასაფრთხილებლად ჰაერში ცეცხლი გახსნეს.
მამაკაცმა უკან არ დაიხია და გამვლელ მანქანასა და მოტოციკლს დაეჯახა, რომელთაც დაზიანებები აღენიშნებათ.
დაკავებულია თითოეული პირი, რომელიც ფურგონში იმყოფებოდა.