fbpx
საზოგადოება

თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტს 20, 000 ევროს ზარალი მიაყენეს

გუშინდელმა მძიმე დღემ მძიმე შედეგებით ჩაიარა. ათენის გარდა, სადაც ექსარხიას, ტრადიციულად, მოლოტოვის ბომბებმა გადაუარა, რთული ვითარება იყო თესალონიკშიც.

როგორც ცნობილია, თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტს 20, 000 ევროს ღირებულების ზარალი მიაყენეს. აუდიტორიები ნამდვილ საომარ ფრონტებად იქცა.

სიტუაციას ვერც სახანძრო სისტემამ უშველა. განადგურებულია ფანჯრები და მარმარილოს ფასადები.

გავრცელებული ინფორმაციით, იმისათვის, რომ უნივერსიტეტი პირვანდელ სახეს დაუბრუნდეს, სამუშაოები რამდენიმე კვირის მანძილზე უნდა გაგრძელდეს.

onalem

ტესტ