fbpx
საბერძნეთი

თესალონიკის აეროპორტი სინათლისა და კონდენციონერების გარეშე!

დღეს თესალონიკის აეროპორტში სერიოზული პრობლემები შეიქმნა. საუბარია საშუალო ძაბვის ქვესადგურში არსებულ დაზიანებებზე, რომელმაც აეროპორტის რამდენიმე ნაწილში დენის გათიშვა გამოიწვია.

აეროპორტში ელექტრო ენერგიის სისტემასთან დაკავშირებული დაზიანებები 01:15 საათზე დაფიქსირდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერს აეროპორტის მუშაობაზე გავლენა არ მოუხდენია.

სანდო წყაროების ინფორმაციით, თვითმფრინავები განრიგის შესაბამისად მოძრაობენ.

პრობლემა არ შექმნიათ მგზავრებს ბარგთან დაკავშირებითაც.

თანამშრომელთა განცხადებით, რამდენიმე ოთახში, სადაც მგზავრების მოსაცდელია, სინათლე ძალიან სუსტია, და რაც ყველაზე დიდ დისკომფორტს ქმნის, დაზიანების გამო არ მუშაობს კონდენციონერები.

მიმდინარეობს სამუშაოები არსებული დაზიანებების შესაკეთებლად და ზოგადი შემოწმება მსგავსი სახის პრობლემების პრევენციისთვის.

onalem

ტესტ