fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

თესალონიკი: უნარშეზღუდულ ადამიანებს ელექტრო სავარძლები გადასცეს

თესალონიკში, კერძოდ, კორდელიო-ევოსმოს მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 14 პირს ელექტრო სავარძლები გადასცეს, სლოგანით: “თქვენ ყველას გაქვთ ადგილი ჩვენს გულში, არავინ არის მარტო და იგნორირებული.”

ადამიანები, რომელთაც სავარძლები გადაეცათ, სოციალურ-ეკონომიკური კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ. მათ შორის არის პარაოლიპიური თამაშების ოქროს მედალოსანი დიმიტრის ზისიდისი.

ზისიდისს ცერემბრალური დამბლა აქვს. მან ქალაქის მერს დიდი მადლობა გადაუხადა გულისხმიერებისთვის და თქვა: ” ელექტრო სავარძლებით ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ბევრად მარტივი გახდება და ვიქნებით უფრო აქტიურები.”

მათ ბენეფიციარებს აუხსნეს, თუ როგორ გამოიყენონ სავარძლები. მუნიციპალიტეტმა იდეა წელს პირველად მოიყვანა სისრულეში და მომდევნო წლებში ელექტრო სავარძლებით უფრო მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის უზრუნველყოფა იგეგმება.

onalem

ტესტ