თესალონიკი: თაღლითობის მსხვერპლი 4 ბერძენი და 600, 000 ევროს ზარალი

პოლიციამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც საჩივარი ოთხმა ბერძენმა შეიტანა. მათი ასაკი 23-დან 62 წლამდეა. განცხადების მიხედვით, ისინი ერთ-ერთი კომპანიისგან თაღლითობის სქემის მსხვერპლი გახდნენ და ზარალი, რომელიც მათ ნახეს, უკიდურესად დიდია.

დაზარალებულები ფერმერები არიან. მათი თქმით, კომპანიამ 2014-2017 წლებში ისინი დაარწმუნა, მათთვის პროდუქტი მიეყიდათ და ცხადია, პროდუქციის რაოდენობისა და ხარისხის შესაბამის ანაზღაურებას დაჰპირდა. ასევე, წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც ფერმერებისგან ნაყიდ პროდუქტს საბერძნეთისა და საზღვარგარეთის ბაზარზე გაიტანდა და ორივე მხარე დიდ მოგებას ნახავდა.

ყველაფერი ზემოთ აღნიშნული დიდი  ტყუილი აღმოჩნდა და ფერმერები 600,000 ევროს ზარალში გადავარდნენ.

მათ მიერ შეტანილი საჩივრის საფუძველზე, კომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

melano

ტესტ