fbpx
საზოგადოება

თესალონიკი: ქურდი ძარცვისას მე-6 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

თესალონიკის ერთ-ერთ გარეუბანში ქურდი იმ შენობის მე-6 სართულიდან გადმოვარდა, რომელშიც ძარცვის მიზნით შეიჭრა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მანამდე კი, შენობაში მდებარე ოფისი გაძარცვა.

ინციდენტი შაბათს მოხდა, როდესაც გარდაცვლილმა დაახლოებით 22:00 საათზე ოფისი გატეხა და როგორც ცნობილია, პნევმატური საბურღი მოწყობილობა მოიპარა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ის შენობის დატოვებას ფანჯრის საშუალებით ცდილობდა, შემდეგ კი სახურავზე ასვლა სურდა, თუმცა, მეტალის მილზე ფეხი დაუცურდა და მე-6 სართულიდან გადმოვარდა.

პოლიციის ცნობით, მამაკაცი დაცემისთანავე გარდაიცვალა. მის ჩანთაში მოპარული ნივთები იპოვეს.

onalem

ტესტ