fbpx
საზოგადოება

თესალონიკი: ქალაქის ცენტრში მამაკაცს სასტიკად სცემეს (ვიდეო)

თესალონიკის ცენტრში დღეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის სასტიკი ჩხუბი მოხდა. თავდამსხმელები ხელკეტებით და სხვადასხვა ბასრი საგნებით იყვნენ შეიარაღებულნი. ნაცემ მამაკაცს, ხალხით სავსე ადგილას, თითქმის არავინ დაეხმარა.

კერძოდ, ინციდენტი დაახლოებით 16:15 საათზე მოხდა.

ჩხუბის მონაწილეები პაკისტანის მოქალაქეები არიან.

რამდენიმე მათგანი ერთის წინააღმდეგ იყო. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარს თვალს უამრავი ადამიანი ადევნებდა, თუმცა, მისი დახმარება მხოლოდ ორმა ქალმა სცადა, დანარჩენები კი მაყურებლის როლში იყვნენ.

პოლიციამ ამ დრომდე მხოლოდ ორი დამნაშავის დაკავება მოახერხა.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ