fbpx
საზოგადოება

თესალონიკი: ქალაქის ავტობუსი კაფეტერიას შეეჯახა (ვიდეო)

დღეს თესალონიკში სერიოზული ინციდენტი მოხდა. ქალაქში მოძრავ ΟΑΣΘ-ის ავტობუსს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, შედეგად ავტობუსის მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და კაფეტერის შეეჯახა.

საერთო ჯამში დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის, ავტობუსის მძღოლიც.

როგორც კაფეტერიის მფლობელი აცხადებს, აღინიშნება საკმაოდ დიდი მატერიალური ზარალი, თუმცა, ის ასევე ამბობს, რომ გაუმართლა, რომ ამ დროს კაფე არ მუშაობდა და მომსახურე პერსონალი ან მომხმარებლები არ დაშავებულან.

წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ბევრად რთული ვითარება ყოფილიყო.

იხილეთ ინციდენტის ამსახველი ვიდეო:

 

onalem

ტესტ