fbpx
საზოგადოება

თესალონიკი: ახალგაზრდა წყვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

თესალონიკის საზოგადოება შეძრა გავრცელებულმა ამბავმა, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა წყვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინციდენტი 2 ივლისს მოხდა.

45 წლის მამაკაცმა და 36 წლის ქალმა, რომლებიც დანიის მოქალაქეები არიან, სიცოცხლის ერთად დასრულება გადაწყვიტეს. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი გაფანტული სკლეროზით იყო დაავადებული.

პოლიციის ინფორმაციით, აღმოჩენილია დიდი რაოდენობით წამლები. სამართალდამცავებმა კრიმინალური აქტის ვერანაირი კვალი ვერ იპოვეს.

ასევე ამოღებულია წამლები, რომლებითაც ისინი დაავადებას მკურნალობდნენ.

მეზობლები ამბობენ, რომ წყვილმა სიკვდილთან დაკავშირებული სურვილი თვითმკვლელობამდე ორჯერ გამოთქვა.

ორივე ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება, რათა სიკვდილის კონკრეტული გარემოებები დადგინდეს.

 

onalem

ტესტ