fbpx
კრიმინალი

თესალონიკი: ავტობუსების სადგურიდან უცხოელებმა ჩემოდნები მოიპარეს

თესალონიკში, ავტობუსების სადგურში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დრო იხელთეს და ხელს სხვისი ჩემოდნები გააყოლეს. ისინი ფიქრობდნენ, რომ შეუმჩნეველნი დანრჩებოდნენ.

კერძოდ, დამნაშავეები ΚΤΕ-ს დაცვის ოფიცრებმა დააკავეს, როდესაც ქალისგან საფულის, ხოლო კიდევ ერთი სხვა მგზავრისგან ასევე ჩემოდნების მოპარვას ცდილობდნენ.

ოფიცრებმა მაშინვე პოლიცია გამოიძახეს და სამი დამნაშავიდან ორი მათგანი ადგილზე დააკავეს. მესამე პირის იდენტიფიცირება კი მოგვიანებით მოხერხდა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ქურდები ახალგაზრდები იყვნენ, ერთ-ერთი მათგანი, 26 წლის, დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა და სადგურში მატერიალური ზარალიც კი გამოიწვია.

ჩხრეკისას მათ ოთხი მოპარული მობილური აღმოუჩინეს.

onalem

ტესტ