fbpx
საზოგადოება

თესალონიკი: აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელში

დღეს გამეთენიისას თესალონიკში, აგია ეკატერინის N10-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსის შესასვლელში უცნობმა პირებმა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა დადეს, რომელიც გაზის ბალონით იყო დამზადებული.

აფეთქების შემდეგ ადგილზე სწრაფად მობილიზდა სახანძრო ბრიგადა, რომელმაც ცეცხლი კონტროლის არეში მოაქცია.

თესალონიკის პოლიცია ინციდენტს იძიებს.

onalem

ტესტ