თესალონიკი: 59 წლის ქალს 60 ევროს გამო საკუთარ სახლში დანით ემუქრებოდნენ

გუშინ გვიან ღამით თესალონიკში შეიარაღებული ძარცვა მოხდა. დაახლოებით ღამის 02:00 საათზე 59 წლის ქალს სახლში ნიღბიანები შეუცვივდნენ.

ორმა მამაკაცმა ქალის სახლის ფანჯრები ჩაამსხვრია და შიგნით ამ გზით შეაღწია. მათ სახეები დაფარული ჰქონდათ და დანებით იყვნენ შეიარაღებულნი.

მძარცველებმა ქალს დანის მუქარის ფონზე 60 ევრო წაართვეს, ასევე წაიღეს მისი მობილური ტელეფონი და ბარათი, რომლითაც თანხას ავტომატურად გაიტანენ. ამ ყველაფრის შემდეგ კი სწრაფად გაუჩინარდნენ.

პოლიცია დამნაშავეთა იდენტიფიცირებას ცდილობს.

melano

ტესტ