fbpx
კრიმინალი

თესალონიკი: 37 წლის ქალს მამაკაცი ქმრისთვის ეროტიკული ვიდეოს გაგზავნით აშანტაჟებდა

თესალონიკში ახალგაზრდა ქალისგან მამაკაცი შატნაჟის გზით ფულის გამოძალვას ცდილობდა.

კერძოდ, 37 წლის ქალმა საჩივარი შეიტანა 38 წლის მამაკაცის წინააღმდეგ, რომელსაც შანტაჟსა და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. მამაკაცი ქალს ემუქრებოდა, რომ მის მიერ გადაღებულ ეროტიკული ხასიათის ვიდეოს მის ქმარს გაუგზავნიდა.

იმისთვის, რომ ეს არ გაეკეთებინა, ქალისგან 2, 500 ევროს ითხოვდა.

ცნობილია, რომ ეროტიკული შინაარსის ვიდეო გადაღებულია ქალის თანხმობის გარეშე. ის გამომძალველს თანხის მიცემაზე დასთანხმდა, თუმცა, პარალელურად პოლიციას დაუკავშირდა და მამაკაცი ფაქტზე აიყვანეს.

მოგვიანებით დამნაშავე პროკურორის წინაშე წარსდგება.

onalem

ტესტ