fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

თესალონიკი: 22 წლის ბიჭის მკვლელობისთვის დაკავებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნის რამდენიმე მოქალაქე

გუშინ ღამით, დაახლოებით 22:00 საათზე, თესალონიკში, კერძოდ, კალოხორის სკვერში, სისხლიანი შელაპარაკების შედეგად 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ბერძენი, სავარაუდოდ, დანით არის მოკლული. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, უკვე ძალიან გვიანი აღმოჩნდა.

კონფლიქტის მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.

პოლიციამ აღნიშნული მკვლელობის ბრალდებით სულ 9 პირი დააკავა. მათ შორის არიან ბერძნები, ალბანელები და როგორც მედია იუწყება, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნის რამდენიმე მოქალაქე, რომელთა კონკრეტული ეროვნება არ სახელდება.

მათ მფლობელობაში აღმოაჩინეს დანები და სხვადახვა ბასრი იარაღი.

ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის უთანხოება მოხდა, რასაც 22 წლის ბიჭის სიცოცხლე შეეწირა. ის გულმკერდის არეში დაჭრეს, რის შედეგადაც საავადმყოფოში მეგობრებმა გადაიყვანეს.

onalem

ტესტ