fbpx
საზოგადოება

თესალონიკი: 11 წლის ლტოლვილმა ბავშვმა 9 წლის თანასკოლელი ბასრი საგნით დაჭრა

ინციდენტი თესალონიკის დაწყებით სკოლაში მოხდა. ფაქტი ასეთია: 11 წლის მოსწავლემ, რომელიც სირიიდან არის, 9 წლის ბიჭი, რომელიც ამავე სკოლაში სწავლობს, ბასრი საგნით დაჭრა. ცხადია, სურათი მძიმეა, თუმცა, საქმეში არის დამატებითი გარემოებები, რომელიც გამოძიებამ დაადგინა.

აღნიშნული სკოლის სხვა მოსწავლე გოგონამ მამას შეატყობინა, რომ 11 წლის ბიჭი თანაკლასელების მხრიდან მუდმივი ჩაგვრის ობიექტი იყო. მას ყოველდღიურად დასცინოდნენ, სცემდნენ და მოკვლით ემუქრებოდნენ.

” 11 წლის ბიჭი შეშინებული იყო, თავდასხმების გამო, რომელსაც სკოლაში სხვებისგან იღებდა. 9 წლის მოსწავლე კი მას მიუახლოვდა, რომ ეკითხა, თუ რატომ იჯდა მარტო და რა ხდებოდა მის თავს. ის კი უფრო შეშინდა და თავს დაესხა მას,” წერს მამაკაცი სოციალურ ქსელში.

ფაქტია, რომ 11 წლის ბავშვის მიერ განხორციელებულ თავდასხმას თავისი კონკრეტული მიზეზები ჰქონდა, ბევრად უფრო საშინელი, ვიდრე ეს მისი ქმედებაა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რო 9 წლის ბიჭს სეროზული დაზიანება არ აქვს მიღებული.

onalem

ტესტ