fbpx
საზოგადოება

თეოდორიდუ-პაპარიზუს კონცერტს კვიპროსის ეროვნული გვარდიის ლეიტენანტი უხარისხოს უწოდებს

ბერძნული მედია ავრცელებს სკანდალურ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კვიპროსის ეროვნული გვარდიის მთავარი ლეიტენანტი სოციალურ ქსელში თეოდორიდუ-პაპარიზუს მიერ ჩატარებულ კონცერტს კრიტიკულად აფასებს. კერძოდ, საუბარია, ლარნაკაში ΓΣΖ -ის კლუბში გუშინ ჩატარებულ კონცერტზე.

როგორც ილიას ლეონტარისი ამბობს, თეოდორიდუ და პაპარიზუ კვიპროსში მხოლოდ თანხის ასაღებად იყვნენ ჩასულები და მათ მიერ ჩატარებული კონცერტი სრულიად უხარისხო იყო. ისინი სცენაზე გამოიყურებოდნენ ისე, თითქოს ეს ყველაფერი მათთვის მომაბეზრებელი ყოფილიყო. სწორედ ამიტომ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მომღერლები არაფერს აკეთებდნენ, თუმცა, თანხის აღება სურდათ.

ლეონტარისი ეხება ანტონის რემოსაც, რომელზეც წერს, რომ კონცერტი, ფაქტობრივად, რემომ გადაარჩინა, რადგან მისი გამოსვლა შედარებით ხარისხიანი იყო.

როგორც ლეიტენანტის კოლეგები ამბობენ, ის არ გამოირჩევა ისეთი სახის განცხადებებით, რომლებიც არ ეხება სამხედრო არმიას. თუმცა, ეს შემთხვევა გამონაკლისი აღმოჩნდა.

 

onalem

ტესტ