fbpx
საზოგადოება

The Voice of Greece: ატირებული ელენა პაპარიზუ

ელენა პაპარიზუს ღრმა ემოცია ცრემლებში გადაიზარდა, როდესაც მან ლივადიელი კონკურსანტის, იანი სოტიროპულოს შესრულებული, ფოლკლორული სიმღერა “Ένας αετός” მოისმინა.

პანოს მუზურაკის გარდა, კონკურსანტმა ყველა მწვრთნელი შემოატრიალა. ელენასგან კი, დიდი შექება დაიმსახურა, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცის ნამღერმა, ფაქტობრივად, შეძრა.

“მამაჩემის გარდაცვალებიდან დიდი ხნის მანძილზე არ მომისმენია ეს სიმღერა. სული შემეძრა, აღფრთოვანებული და ამაყი ვარ,” თქვა ელენამ, რომელმაც ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.

პაპარიზუს ამ გულწრფელმა ემოციამ კონკურსანტი შემდგ ტურში გადაიყვანა. იანი სოტიროპულომ სწორედ ელენა აირჩია თავის მწვრთნელად.

onalem

ტესტ