თეთრი ვასილოპიტა – Θα γλύφετε τα δάχτυλά σας

საჭირო მასალა:

200 გრ შაქარი
30 გრ თაფლი
200 კარაქი ან მარგარინი
3 კვერცხი
150 გრ მაწონი ან იოგურტი
270 გრ ფქვილი
12 გრ სოდა ან სხვა ასაუფებელი საშუალება
2 შეკვარა ვანილი
50 გრ მოხალული თხილი, ნიგოზი ან ნუში
1 ფორთოხლის კანი
გემოვნებით დარიჩინი და ჯავზი (κανέλα και μοσχοκάρυδο)

სტატიის დედანი შეგიძლიათ იპოვოთ Facebook გვერდძე: MZIAS SUPRA. ავტორი: მზია გურეშიძე.

მოსართავი:

300 გრ კარაქი
300 გრ შაქრის ფქვილი
1 ს.კ. ლიმონის წვენი
მომზადების წესი:
– გავახუროთ ღუმელი 180°C.
– გავცრათ ფქვილი სოდასთან ან სხვა ასაფუებელთან ერთად.
– მიქსერით ავთქვიფოთ კარაქი შაქართან და თაფლთან (3 წუთი).
– დავამატოთ თითო-თითო კვერცხი, შემდეგ მაწონი, თხილი, ფორთოხლის კანი, სანელებლები.
– ბოლოს ვამატებთ ფქვილსა და სოდას.
– ვაცხობთ 40-45 წუთი მრგვალ (22-26სმ) კარაქწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმაში.
– გავაგრილებთ, გადმოვიღებთ ფორმიდან და მოვასხამთ თეთრ მოსართავს.

მოსართავი
– კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ მიქსერით დაახლოებით 5 წუთი. დავუმატოთ ლიმონის წვენი.
– ვასილოპიტა მოვრთოთ გემოვნების მიხედვით საახალწლო სიმბოლოებით.