fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

თესალონიკში ბავშვების სექსუალურ შევიწროვებაზე საჩვრების რიცხვი გაიზარდა

2016 წლიდან დღემდე თესალონიკის უმეტეს რეგიონებში გაიზარდა საჩივართა რიცხვი, რომლებიც მცირეწლოვანთა სექსუალურ შევიწროვებას ეხება. მცირეწლოვანთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს:

“2016 წლის დასაწყისიდან დღემდე ჩვენთან შემოვიდა 200-მდე საჩივარი, რომლის თანახმადაც სექსუალურ შევიწროვებას სხვადასხვა სახით განიცდიან ბავშვები 4-დან 17 წლამდე. უმრავლეს შემთხვევებში დამნაშავე იდენტიფიცირდა, საქმეები განიხილეს სასამართლოში და დაკავებულია 18 პირი. თუმცა, უამრავი მათგანი ჯერ კიდევ თავისუფლად დადის, რადგან სექსუალური შევიწროვება არის თემა, რაც ხშირ შემთხვევაში სასაუბროდ ეთაკილებათ. მიუხედავად ამისა, ბავშვები დღეს უფრო გახსნილად საუბრობენ ამაზე, ხოლო მშობლები და მასწავლებლები ბევრად ინფორმირებულები არიან. როგორც წესი დამნაშავეები ძალადობამდე ბავშვების ნდობის მოპოვებას ცდილობენ.

11 ნოემბრიდან ხორციელდება კამპანია, რათა ეს ყველაფერი არ დარჩეს, როგორც საიდუმლო. იმართება შეხვედრები პატრასში, ლარისაში, იოანინაში, ხალკიდაში, ტრიპოლში, ირაკლიოში და ა.შ. ხოლო ათენში მოლაპარაკებები უკვე დავასრულეთ.

ამაღლდება სექსუალური განათლება და შეიქმნება სპეციალური ცენტრები, რომელთა მიზანია თითოეული შემთხვევის აღრიცხვა, ბავშვთა დახმარება და სერიოზული ჯარიმების დაწესება კანონდარღვევის შემთხევვაში.”

onalem

ტესტ