fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

თესალონიკის მერი საროსკიპოს ეწვია და თავის სექსუალურ ცხოვრებაზე ისაუბრა

თესალონიკის მერი, იანის ბუტარისი, ქალაქში არსებულ ერთ-ერთ სარისკიპოს ეწვია და ინტერნეტი-შოუს «Ο, τι Thess» ინტერვიუც კი მისცა. ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ შედის ის დაწესებულებაში და როგორ ათვალიერებს მომხმარებელთა ოთახებს.

ბუტარისმა განსაკუთრებული გულახდილობა გამოიჩინა და საკუთარ სექსუალურ ცხოვრებაზე ისაუბრა. მან ჟურნალისტს გაუმხილა, რომ სქესობრივი ცხოვრება 14 წლის ასაკში დაიწყო. მისი თქმით, ის ხშირად ათვალიერებს მსგავს დაწესებულებებს და ამოწმებს თუ “რა ხდება იქ” და როგორც ჩანს, “ყველაფერი რიგზეა.”

მერმა განმარტა, რომ მსგავსი სახის მომსახურებას მხარს უჭერს, თუმცა, “ქალები ვიტრინებში”, რომლებიც, მაგალითად ჰოლანდიაში გვხვდება, უკვე მეტისმეტია.

75 წლის ბუტარისმა ისიც არ დამალა, რომ თითქმის ყოველთვის იყენებს აბებს, სექსუალური ცხოვრების გასააქტიურებლად.

იხილეთ ინტერვიუ:

onalem

ტესტ