fbpx
საზოგადოება

თესალონიკის მერი აღწერს, როგორ აძლევდა თავის მომაკვდავ ცოლს მარიხუანას

თესალონიკის მერი, იანის ბუტარისი, ის ადამიანია, რომელსაც ქალაქის მოსახლეობა დადებითად აფასებს და ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე და სწორი ხედვების მქონე პოლიტიკოსად ითვლება.

მან ერთ-ერთ ინტერვიუში პირად გამოცდილებაზე ისაუბრა, თუ როგორ იყენებდა ის მარიხუანას.

უნდა აღვნიშნოთ, რომ მთავრობა ემზადება, რათა პარლამენტს განსახილველად გადაეგზავნოს კანონი, რომელიც ითვალისწინებს მარიხუანის გამოყენების ლეგალიზებას მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის.

”ჩემი ცოლი სიმსივნემ იმსხვერპლა. ის ტკივილებისგან იტანჯებოდა და მე მარიხუანას ნერგების ძებნა დავიწყე. ეს სწორედ ექიმმა მირჩია. ვიცოდი, ეს არ იყო  გამოსავალი, თუმცა, ტანჯვისგან გაათავისუფლებდა,” ამბობს თესალონიკის მერი.

onalem

ტესტ