fbpx
კრიმინალისაზოგადოება

თესალონიკი: უნარშეზღუდული მამაკაცი საკუთარ სახლში ცოცხლად დაიწვა

თესალონიკში, სტრატიგუ მაკრიანის ქუჩაზე მდებარე ბინის პირველ სართულზე გუშინ შუაღამით ხანძარი გაჩნდა.

thestival.gr-ის ინფორმაციით, სახლში 61 წლის მამაკაცი ცხოვრობდა, რომელსაც გადაადგილება არ შეეძლო და სამწუხაროდ, ინციდენტისას მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა.

როდესაც ხანძარი გაჩნდა, მეორე სართულზე მცხოვრებმა წყვილმა ეს შენიშნა და კარი სათადარიგო გასაღებით გააღეს. მათ ცეცხლის ჩაქრობა სცადეს, თუმცა, უშედეგოდ.

მეხანძრეები ადგილზე გაჩნდნენ და ხანძრის კონტროლის არეში მოქცევა მოახერხეს, თუმცა, 61 წლის მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის ცოცხლად დაიწვა.

პოლიცია და სახანძრო ცეცხლის გაჩენის მიზეზებს იძიებს. თუმცა, წინასწარი გამოძიებით, ხანძარი ელექტრო ლეიბიდან გაჩნდა, რომელიც მამაკაცს საწოლზე ედო.

onalem

ტესტ