fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

თესალონიკი: ΟΠΑΠ-ის თანამშრომელმა სალარო გაძარცვა და ქურდობის შესახებ იტყობინებოდა

თესალონიკში, აბელოკიპზე მდებარე ΟΠΑΠ-ის ფილიალში თანამშრომელმა სალაროდან თანხა მოიპარა, ხოლო შემდეგ განაცხადა, რომ სალარო სხვა პირებმა გაძარცვეს.

ის 25 წლის ბულგარეთის მოქალაქეა, რომელიც  კომპანია ΟΠΑΠ-ში მუშაობს. მან 2, 910 ევრო მოიპარა, შემდეგ კი პოლიციას შეატყობინა, რომ ძარცვის მსხვერპლი გახდა. თანხა ვალის დასაფარად სჭირდებოდა, რომელიც აზარტული თამაშების გამო ჰქონდა.

პოლიციის ინფორმაციით, მისი ვალი 5, 500 ევროს შეადგენდა. მან აღიარა, რომ ქურდობის შესახებ შეტანილი საჩივარი ყალბი იყო.

25 წლის ბულგარელი დაპატიმრებულია ქურდობისა და ცრუ შეტყობინების გაცემის ბრალდებით, ის თესალონიკის პროკურორის წინაშე წარსდგება.

onalem

ტესტ