fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

თესალონიკი: მძღოლმა სამი უცხოელი ბავშვი ავტობუსში არ აუშვა

“ახალგაზრდული მხარდაჭერის ორგანიზაცია” OASH-ის მძღოლს სამი არასრულწლოვანი ლტოლვილის მიმართ გამოვლენილი რასისტული ქცევისათვის უჩივის.

განცხადების თანახმად, სამშაბათს, 28 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე, სამი არასრულწლოვანი ლტოლვილი ავტობუსის გაჩერებასთან მივიდა, რათა 56 ნომრით პალაიკასტროში წასულიყო “კუნგ ფუს” სასწავლო წვრთნის საყურებლად, სადაც ისინი რეგულარულად დადიოდნენ.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ავტობუსის მძღოლი დაჟინებით უყურებდა ბავშვებს, შემდეგ კი უთხრა მათ, რომ ჩასულიყვნენ და მომდევნო ავტობუსს გაჰყოლოდნენ”.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ “შეშინებულმა ბავშვებმა ვერაფრის თხოვნა ვერ გაბედეს. გარდა ამისა, მძღოლი არც კი დაინტერესებულა, ჰქონდათ თუ არა ბავშვებს სამგზავრო ბილეთები. მით უმეტეს, რომ ჩვენი ორგანიზაცია ლტოლვილებს ე.წ. “ულიმიტო” ბილეთებით ამარაგებს”.

“საბოლოო ჯამში, ბავშვები” – აღნიშნულია პრეს-რელიზში, “არ წასულან მოსამზადებელ ვარჯიშზე და დარცხვენილები უკან, ჰოსტელში დაბრუნდნენ”.

აღნიშნულ განცხადებაზე, OASTH-ის თავმჯდომარემ, სტელის პაპასმა განაცხადა, რომ საქმეს აუცილებლად გამოიძიებენ და ყველა აუცილებელ პროცედურას ჩაატარებენ. საჭიროების შემთხვევაში კი, მძღოლს ადმინისტრაციულ სანქციებს დააკისრებენ.

onalem

ტესტ