fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

თესალონიკი: მძარცველებმა გაზგასამართი სადგურის თანამშრომელი სასტიკად სცემეს

ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ქვეყნიდან გამოძევებულ ორ დამნაშავეს თესალონიკში ჩადენილი რამდენიმე ძარცვაში ედება ბრალი. ისინი 39 და 42 წლის მამაკაცები არიან.

საბერძნეთის პოლიციამ ისინი მას შემდეგ დააკავა, რაც გაზგასამართი სადგური გაძარცვეს და ამასთანავე იქ მომუშავე მამაკაცს სასტიკად გაუსწორდნენ. 39 წლის პირი შაბათს აიყვანეს. მან ასევე დააყაჩაღა კორდელიოში მდებარე ერთ-ერთი კიოსკი, საიდანაც 300 ევრო წაიღო და გამოყენებული იარაღი გადააგდო.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის მას ასევე ბრალად ედება 5 და 24 ოქტომბერს ჩადენილი ქურდობები. სწორედ 24 ოქტომბერს ორივე მამაკაცი გაზგასამართ სადგურს თავს ერთად დაესხა. ცნობილია, რომ ისინი ყველა დანაშაულისას მომუშავე პერსონალს სასტიკად უსწორდებოდნენ, რათა მოთხოვნილი თანხა მიეღოთ.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ