fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

თესალონიკი: კონტრაბანდული სიგარეტის ტაქსით გადატანის მცდელობა კრახით დასრულდა

ხუთი უცხო ქვეყნის მოქალაქე სხვა ნივთებთან ერთად ათასობით კოლოფი კონტრაბანდული სიგარეტის ტაქსით გადატანას ცდილობდა. ისინი თესალონიკის პოლიციამ დააკავა.

ჯამში ამოღებულია 5, 633 კოლოფი სიგარეტი და 134 კონტრაბანდული თამბაქოს შეფუთვა. ისინი სხვადასხვა დასახელებისაა.

შემოწმების შედეგად, ერთ-ერთი დამნაშავის სახლში 30 შეკვრა სიგარეტი აღმოაჩინეს. ის მაშინ დააკავეს, როდესაც სახლიდან გამოდიოდა. ასევე აიყვანეს მისი ორი თანამზრახველი, რომლებიც სახლის გარეთ კონტრაბანდულ სიგარეტს ელოდებოდნენ. საქონელი ტაქსის უნდა მოეტანა.

შემოწმება აღნიშნული ორი პირის სახლშიც ჩატარდა, რის შედეგადაც, 316 კოლოფი და 49 შეფუთვა ამოიღეს. ტაქსმა, რომელსაც ისინი ელოდებოდნენ, 2460 კოლოფი სიგარეტი მოიტანა.

onalem

ტესტ