fbpx
ემიგრაციასაზოგადოება

თესალონიკი: დევნილები არისტოტელუს სკვერში საძილე ტომრებს შლიან

ემიგრანტებისა და დევნილების არაოფიციალური დაბანაკება თესალონიკში, არისტოტელუს სკვერში ხდება.

protothema.gr-ის ერთ-ერთი მკითხველის თქმით, რომელმაც დღევანდელი ფოტოები გამოგვიგზავნა, “არისტოტელუს სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, უამრავმა დევნილმა და ემიგრანტმა გაშალა საძილე ტომრები ღამის გასათევად.”

ამ ეტაპზე, დევნილების რაოდენობა საგრძნობლადაა გაზრდილი. ისინი თურქეთის საზღვრიდან შემოდიან და თესალონიკის მიმართულებით გადაადგილდებიან დროებით საცხოვრებლად. პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით, ერთი დევნილის შემოყვანაზე საფასური დაახლოებით 2,000 ევროა. ხშირად, ისინი უბრალოდ შემოყავთ საზღვარზე და შემდეგ, ბედის ანაბარად ტოვებენ მათ ქალაქგარეთ.

onalem

ტესტ