თესალონიკი: შეტაკება ანარქისტებს, ნაციონალისტებსა და პოლიციას შორის (ვიდეო)

დაპირისპირება ანარქისტებსა და პოლიციას შორის თესალონიკში კვირას, შუადღეს მოხდა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ანარქისტი თავს დაესხა უბრალო გამვლელს, რომელიც მან ნაციონალისტური ჯგუფის წევრად მიიჩნია, რომელიც მახლობლად მართავდა დემონსტრაციას.

ნაციონალისტური გუდის დახლოებით 20-მა წევრმა გადაწყვიტა  Votsi-ის ქანდაკებასთან შეკრება, რის პარალელურადაც, ანარქისტებმა ამის გასაპრტოტესტებლად  დემონსტრაცია მოაწყვეს.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ანარქისტების რაოდენობა დაახლოებით 50 იყო.

ორი ჯგუფი ერთმანეთისგან პოლიციის მიერ იყო გამიჯნული.

ერთ-ერთი ანარქისტი თავს დაესხა გამვლელს, რომელიც ველოსიპედით მოდიოდა იმ მხირდან, საიდანაც ნაციონალისტების აქცია მიმდინარეობდა. მან ის მათ წევრად მიიჩნია, ველოსიპედიდან ჩამოაგდო და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პოლიციამ ცრემლსადენი გაზის საშუალებით ჩაახშო დაპირისპირება. დაკავებულია 3 ადამიანი, ხოლო 1 ქალი დაშავებული.

ზოგიერთი წყაროს მიხედვით,აქციის წევრები ერთმანეთს ქვებს ესროდნენ.