თესალონიკი: ბერძენი მამაკაცი სამუშაოს გაცდენის გამო თანამშრომელს სასტიკად გაუსწორდა

შემთხვევა თესალონიკში მოხდა. ბერძენმა მამაკაცმა ყოფილი თანამშრომელი სასტიკად სცემა.

დაზარალებული, რომელსაც საკმაოდ სერიოზული დაზიანებები აქვს მიყენებული, საავადმყოფოში გადაიყვანეს პირველადი დახმარების აღმოსაჩენად.

როგორც მან, მოგვიანებით აღნიშნა, ყველაფერი გასულ სექტემბერს დაიწყო. მან თავის უფროსს დაურეკა და უთხრა, რომ სამუშაოზე ვერ გამოცხადდებოდა, რადგან თავს ცუდად გრძნობდა.

დაზარალებულის თქმით, უფროსმა, რომელიც იმ დროს შვეიცარიაში იმყოფებოდა, მისი დაშინება დაიწყო და უთხრა, რომ როგორც კი საბერძნეთში დაბრუნდებოდა მას მწარედ გადაუხდიდა, რადგან იგი მას პრობლემებს უქმნიდა.

ახალგაზრდა მამაკაცი შეშფოთდა და პოლიციას მიმართა. პოლიციამ კი, მომხდარის შესახებ გაფრთხილება უფროსის დედას მისცა, რადგან უშუალოდ მეპატრონე ქვეყანაში არ იმყოფებოდა.

პოლიციის ოფიცრებმა ახალგაზრდა მამაკაცს განუცხადეს, რომ ცუდი არაფერი მოხდებოდა, თუმცა მან, თავის დაცვის მიზნით, გადაწყვიტა სამსახურიდან წამოსულიყო და ასეც მოიქცა.

რამდენიმე დღის წინ, სრულიად შემთხევევით, ახალგაზრდა მამაკაცმა თავისი მოტოციკლით იმ პიცერიასთან გაიარა, სადაც ცოტა ხნის წინ მუშაობდა. მისმა ყოფილმა უფროსმა დაინახა იგი, მივარდა მას და უმოწყალო ცემა დაუწყო. გამვლელებმა მისი შეჩერება სცადეს, თუმცა მოძალადემ სასურსათო მაღაზიიდან შურდულის გამოტანა მოახერხა და პირდაპირ სახეში ურტყა ყოფილ თანამშრომელს.

დაზარალებულს ცხვირი და სახის ძვლები აქვს დამტვრეული. იგი, დაუყოვნებლივ, საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ დაზარალებულის ყოფილი უფროსის წინააღმდეგ საქმე აღძრა, რომელიც უკვე დააპატიმრეს. სასამართლო პროცესი პარასკევს გაიმართება.

melano

ტესტ