fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

თესალონიკი: 47 წლის ქალი, რომელიც თავის 6 წლის შვილს უნდა შეხვედროდა, გაუჩინარდა

თესალონიკელი პროფესორის, 47 წლის ვაია იკონომუს გაუჩინარებამ მისი ოჯახი შოკში ჩააგდო. ის თავის 6 წლის ქალიშვილს შაბათს, ხალკიდიკში უნდა შეხვედროდა. გოგონა მამასთან ცხოვრობს, ვინაიდან ქალი ქმართან განქორწინებულია.

4 დღეა, რაც იკონომუსგან არაფერი ისმის, მისი კვალი პარასკევს ღამით გაქრა. ბოლოს ის დასა და დედას ტელეფონით ესაუბრა.

47 წლის მათემატიკოსმა თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი  დაამთავრა. მას გოგონა ჰყავს, რომელზე მეურვეობის დროებითი უფლება მამას აქვს.

გაუჩინარებული ვაიას იკონომუს და შეშფოთებას მედიასთან გამოთქვამს. მისი თქმით, ის შაბათს საკუთარ შვილს ხალკიდიკში უნდა შეხვედროდა, მაგრამ შეხვედრაზე არ მივიდა. ის ამტკიცებს, რომ არანაირი მიზეზის გამო ამ შეხვედრას ვაია არ ჩაშლიდა. აღნიშნული გარემოება კი აფიქრებინებს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა.

”ბოლოს მას პარასკევს შუადღეს ვესაუბრე, ხოლო დედაჩემს ღამით ესაუბრა. ის თავის 6 წლის გოგონასთან შესახვედრად უნდა წასულიყო, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს. ჩემი და ქმარს გაშორებულია და ამჟამად სასამართლოები მიმდინარეობს. ამის გამო ბავშვზე მეურვეობა მამას აქვს. ვაია შვილთან შეხვედრას არაფრის გამო არ ჩაშლიდა, სწორედ ამის გამო ვფიქრობთ, რომ ის საფრთხეშია,” აცხადებს 47 წლის ქალის და.

საბერძნეთის პოლიციამ ქალზე ძებნა უკვე გამოაცხადა.

ის გაუჩინარდა 7 ოქტომბერს. მისი მობილური, საფულე, პირადობის მოწმობა და მანქანის გასაღები მის სახლში იპოვეს. იქვე დგას მისი მანქანაც. ჩანს, რომ მას თან აქვს სახლის გასაღები, ვინაიდან სახლის კარი ჩაკეტილი იყო. მისი სიმაღლე 1,64 მეტრია. გაუჩინარების დღეს, სავარაუდოდ, ეცვა გრძელი ლურჯი ქურთუკი და შავი ფეხსაცმელი (ჩექმა).

onalem

ტესტ