fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

თესალონიკი: 22 წლის გოგონას თვითმკვლელობის მიზეზი შანტაჟი იყო

1 წლის წინ თესალონიკში საზარელი ტრაგედია დატრიალდა. ახლა კი სასამართლომ ბრძანება გასცა ჩაატარონ წინასწარი გადაუდებელი ექსპერტიზა. მათთვის ახალი დეტალი გახდა ცნობილი. როგორც გარდაცვლილი გოგონას დედა ამბობს, მისმა შვილმა თავი ვიდეოს გამო მოიკლა, რადგან ის ეროტიკული ხასიათის იყო და მისი გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ.

ლინა ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო და სპორტდარბაზშიც დადიოდა. მან სიცოცხლე გასული წლის ნოემბერში, თესალონიკის სტუდენტური საცხოვრებლის მე-9 სართულიდან გადმოხტომით დაასრულა.

გოგონას დედამ ტელეკომპანია “Epsilon”-ზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი შვილი შანტაჟის მსხვერპლი გახდა. გოგონას ემუქრებოდნენ, რომ ეროტიკულ ვიდეოს გამოუქვეყნებდნენ და აიძულებდნენ ეკეთებინა ის, რაც მათ სურდათ, თავად ლინას კი არა.

გამოძიება ცდილობს გავიდეს დამნაშავის კვალზე და ეძებს ნებისმიერი კრიმინალური ხასიათის, მუქარის შემცველ შეტყობინებას, რომელმაც გოგონა თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

onalem

ტესტ